მეცნიერები ჭაღარა თმასა და კიბოს შორის კავშირზე საუბრობენ - კვლევა
1773868161
მქონდა ბედნიერება, რომ რამდენჯერმე შევხვედროდი მას, ანსამბლიც მიგვიპატიჟა რამდენიმეჯერ საპატრიარქოში და დაუვიწყარი წუთები იყო. ისეთი შეფასება მოგვცა რამდენიმე სიტყვით, რომ ალბათ უკეთესს ვერ ინატრებს ადამიანი: „თქვენ აკეთებთ იმ დიდ საქმეს, რასაც ქართული ხალხური შემოქმედება ჰქვია და აკეთებთ კარგად“. ეს იყო ძალიან დიდი სტიმული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, შერმადინ ჭკუასელმა.
მისი თქმით, პატრიარქი კარგად ერკვეოდა ხელოვნებაში და ამ სფეროს განვითარებაში მისი დატოვებული კვალიდანაც ჩანს.
„ძალიან კარგად ერკვეოდა როგორც მუსიკაში, მხატვრობაში, ხელოვნებაში საერთოდ. კარგ შეფასებებს აკეთებდა და ჩახედული იყო ამ საქმეში. ამის მაგალითებიც გვაქვს, მისი ძალისხმევით შეიქმნა „გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამგალობლო სკოლა“. უდიდესი საქმე გაკეთდა. იქ გაზრდილი ახალგაზრდები, ლოტბარები მთელს საქართველოს არიან მოფენილი და უდიდეს საქმეს აკეთებენ“, - განაცხადა შერმადინ ჭკუასელმა.