შეიძლება თუ არა მეჯვარეებსა და მოგვარეებს შორის ქორწინება - რას ამბობს მოძღვარი

qorwineba

„მეჯვარეს არანაირი ფუნქცია არ აკისრია გარდა იმისა, რომ ის არის უბრალოდ მოწმე, დამსწრე ჯვრისწერის. აქედან გამომდინარე მეჯვარეებს შორის ქორწინება დასაშვებია,“- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელთმსახური, მამა ლონგინოზ სუარიშვილი.

„არანაირი სულიერი ნათესაობა ჯვარდაწერილებსა და მეჯვარეებს შორის არ მყარდება. ჩვენთან ტრადიციად არის ქცეული, რომ მეჯვარემ აუცილებლად შვილი უნდა მოუნათლოს წყვილს. ეს არ არის აუცილებელი პირობა, მათ შეუძლიათ უარი თქვან ბავშვის მონათვლაზე ან ერთ-ერთმა მათგანმა მონათლოს მხოლოდ. აქედან გამომდინარე  მეჯვარეებს შორის ქორწინება დასაშვებია. შესაძლებელია ცოლ-ქმარიც დადგეს წყვილის მეჯვარედ.“ – ამბობს მამა ლონგინოზი.

მან ასევე ისაუბრა მოგვარეებს შორის ქორწინებაზე, თუ რა ხარისხშია დასაშვები ნათესაური კავშირები და აღნიშნა, რომ მოგვარეებს შორის ქორწინება არ არის აკრძალული, თუ ისინი არ არიან ახლო სისხლით ნათესავები.

მამა ლონგინოზი: „საეკლესიო კანონიკით ქორწინება ნებადართულია მე-5 ხარისხიდან, თითო ხარისხში 2 თაობაა, მე-4 ხარისხი არის მერვე თაობა. მერვე თაობიდან დასაშვებია ქორწინება ნათესავებს შორის. საეკლესიო კანონიკით მოგვარეებს შორის ქორწინება არ არის აკრძალული, თუ ისინი არ არიან ახლო სისხლით ნათესავები.“