1754337602
შეიძლება თუ არა აღსარების წერილობით ჩაბარება? - მოძღვრის განმარტება

არიან ადამიანები რომლებსაც ძალიან უჭირთ პირდაპირ მისვლა მოძღვართან და ყველაფრის გამხელა და წერილით ურჩევნიათ გააგებინონ მოძღვარს თავიანთი ცოდვების შესახებ. კითხვაზე, შეიძლება თუ არა აღსარების წერილობით თქმა? - ამ კითხვაზე დეკანოზი ილია კემულარია გვპასუხობს.
„აღსარებისას მთავარია გულწრფელად და სრულად ვაღიაროთ ჩვენს მიერ საქმით, სიტყვით და გონებაში ჩადენილი ცოდვები. რა ფორმით მოხდება ეს - მეორეხარისხოვანი საქმეა. ფორმამ უნდა მისცეს ადამიანს საშუალება სრულად გამოთქვას თავისი სათქმელი. ამიტომ წერილობითი აღსარება დასაშვებიცაა და, ზოგჯერ ერთადერთი ფორმაც ცოდვათა მონანიებისა. ოღონდ ესეც გვახსოვდეს, რომ არ უნდა შემოვიფარგლოთ ოდენ ცოდვების გამხელით, არამედ დარიგებაც მივიღოთ.“ - ამბობს დეკანოზი.