„სჭირდება თუ არა ბავშვს საბავშვო ბაღი?“ – პედიატრის პასუხი მშობლებს

 საბავშვო ბაღი

სჭირდება თუ არა ბავშვს საბავშვო ბაღი და რა გავლენას ახდენს ის მის განვითარებაზე – ეს კითხვა განსაკუთრებით იმ მშობლებს აინტერესებთ, რომელთა შვილებიც ბაღში პირველად მიდიან.

ამ თემაზე პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი საუბრობს: 

,,სჭირდება თუ არა ბავშვს საბავშვო ბაღი? ყველა პირველ მშობელს აინტერესებს,მოკლედ გაგცემთ პასუხს...

ჩემი აზრით-კი, თუ ბავშვის ჯანმრთელობა და ოჯახური პირობები ამის საშუალებას იძლევა.
ბაღი ბავშვისთვის მხოლოდ მოვლის ადგილი არ არის. ეს არის პირველი პატარა სოციალური გარემო, სადაც ის სწავლობს თანატოლებთან ურთიერთობას, გაზიარებას, დათმობას, საკუთარი აზრის გამოხატვას, დიალოგს,წესების დაცვას და დამოუკიდებლობას.
დიახ, ბაღის დაწყებას ხშირად ახლავს ვირუსული ინფექციების გახშირებაც, განსაკუთრებით პირველ პერიოდში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "ბაღი ბავშვს ასუსტებს“.

ყველა ბავშვი ერთნაირად და ერთ ასაკში არ არის მზად ბაღისთვის -მნიშვნელოვანია მისი ხასიათი, ემოციური მზაობა და ადაპტაციის ტემპი.ბაღში ბავშვი ნელ-ნელა სწავლობს ყველაზე მნიშვნელოვანს-როგორ იყოს დამოუკიდებელი სოციუმში"-წერს ინგა მამუჩიშვილი.