რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
ლიკა კუჭუხიძე, რომელსაც აბაშაში მომხდარი ავარიის დროს მეუღლე, ბაჩო ლასარეიშვილი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ვიდეოს და ემოციურ პოსტს აზიარებს:
„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი თავიდან. რამდენი გზა გავიარე საკუთარ თავთან დასაბრუნებლად. ერთმა წამმა ყველაფერი შეცვალა ჩემ ცხოვრებაში... იყო დღეები, როცა ჩემი ერთადერთი მიზანი უბრალოდ კიდევ ერთი დღის გადატანა იყო.
იყო ცრემლები, შიში, ტკივილი და ბრძოლები, რომლებიც არავის დაუნახავს. იყო მომენტები, როცა საკუთარ თავს ვეუბნებოდი „აღარ შემიძლია“, მაგრამ სადღაც ჩემში ყოველთვის ვიცოდი, რომ შეუძლებელს შევძლებდი.
ყველაზე რთული კი ის იყო, რომ მხოლოდ სხეულის აღდგენა არ მიწევდა, საკუთარი თავიც თავიდან უნდა ამეშენებინა.
დღეს რომ ამ ყველაფერს ვუყურებ, ვხვდები, რამდენად დიდი გზა გავიარე და კიდევ რამდენად დიდი გზის გავლა მიწევს. და ჩემი ერთადერთი თხოვნა იქნება ნუ განსჯით ადამიანს, რომლის წარსულიც არ იცით.
თქვენ ხედავთ მხოლოდ იმას, რასაც ის გაჩვენებთ, მაგრამ ვერასდროს გაიგებთ, რა ბრძოლები გადაიტანა ჩუმად,
რამდენი ტკივილი დამალა ღიმილის უკან და რამდენჯერ მოუწია საკუთარ თავთან ბრძოლა, რომ ისევ ფეხზე დამდგარიყო.
ახლა კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ წინ საკუთარი თავის გამარჯვებისკენ. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოვიარე, ისევ ვირჩევ ახალი ეტაპის დაწყებას, სწავლას და განვითარებას“, - წერს ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში.
@likunaa.k მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი თავიდან. რამდენი გზა გავიარე საკუთარ თავთან დასაბრუნებლად. ერთმა წამმა ყველაფერი შეცვალა ჩემ ცხოვრებაში... იყო დღეები, როცა ჩემი ერთადერთი მიზანი უბრალოდ კიდევ ერთი დღის გადატანა იყო. იყო ცრემლები, შიში, ტკივილი და ბრძოლები, რომლებიც არავის დაუნახავს. იყო მომენტები, როცა საკუთარ თავს ვეუბნებოდი ,,აღარ შემიძლია" მაგრამ სადღაც ჩემში ყოველთვის ვიცოდი, რომ შეუძლებელს შევძლებდი. ყველაზე რთული კი ის იყო, რომ მხოლოდ სხეულის აღდგენა არ მიწევდა, საკუთარი თავიც თავიდან უნდა ამეშენებინა. დღეს რომ ამ ყველაფერს ვუყურებ, ვხვდები, რამდენად დიდი გზა გავიარე და კიდევ რამდენად დიდი გზის გავლა მიწევს. და ჩემი ერთადერთი თხოვნა იქნება ნუ განსჯით ადამიანს, რომლის წარსულიც არ იცით. თქვენ ხედავთ მხოლოდ იმას, რასაც ის გაჩვენებთ, მაგრამ ვერასდროს გაიგებთ, რა ბრძოლები გადაიტანა ჩუმად, რამდენი ტკივილი დამალა ღიმილის უკან და რამდენჯერ მოუწია საკუთარ თავთან ბრძოლა, რომ ისევ ფეხზე დამდგარიყო. ახლა კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ წინ საკუთარი თავის გამარჯვებისკენ. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოვიარე, ისევ ვირჩევ ახალი ეტაპის დაწყებას, სწავლას და განვითარებას.❤️
♬ original sound - Likuna