სავაჭრო ცენტრ "ოქროს კიდობანში" ხანძარია - ბოლო ცნობები

ხანძარი

თბილისში, სავაჭრო ცენტრ "ოქროს კიდობანში" ხანძარია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პრაიმტაიმს“  განუცხადეს, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო ჯგუფები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.