საქართველოში ახალი ავიაკომპანია - Etihad Airways-ი შემოდის

Etihad Airways

საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოდის. ფრენები აბუ დაბისა და თბილისს შორის განხორციელდება.

ავიაკომპანიის ოპერირება 2026 წლის 1 მარტიდან დაიწყება, ხოლო ავიარეისები კვირაში 14-ჯერ შესრულდება.

ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები ზამთრის სანავიგაციო სეზონამდე დაიწყება.

ამჟამად, ამ რეისზე, ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi-ი კვირაში 7 ფრენას ასრულებს.