საქართველოში 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული

modzraobis akrdzalva

2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით საქართველოში ჯამში 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

საქსტატის ახალ პორტალზე automobile.geostat.ge გამოქვეყნებული მონაცემებით, ყველაზე მეტი ავტომობილი თბილისშია რეგისტრირებული. დედაქალაქში რეგისტრირებული მანქანები რაოდენობა ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 37.5%-ს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოში 1 563 165 ავტომობილი იყო რეგისტრირებული. 1000 კაცზე კი 418 ავტომობილი მოდიოდა

რეგიონების რეიტინგი ავტომობილების განაწილების მიხედვით, ასეთია:

თბილისი - 619 006;
იმერეთი - 213 959;
ქვემო ქართლი - 165 152;
კახეთი - 148 851;
აჭარა - 134 642;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 107 389;
შიდა ქართლი - 97 813;
სამცხე-ჯავახეთი - 66 098;
მცხეთა-მთიანეთი - 44 268;
გურია - 39 440;
რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთი - 11 011;
ამავე პორტალზე წარმოდგენილია ავტომობილის TOP-5 მოდელი, რომელიც დღეისთვის ქვეყანაში ყველაზე მეტი რაოდენობითაა რეგისტრირებული როგორც მსუბუქ, ასევე სამგზავრო ავტომობილებში, ასეთია

Ford Transit – 49 177Toyota Prius – 45 637Opel Astra – 37 128VAZ 21063 – 23 105Honta Fit – 22 861