საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

Foto

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან სოფიო იმერლიშვილთან ერთად, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და უფლებამოსილ ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა არსებულ  მჭიდრო პარტნიორობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.