საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება. კომისიას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ხელმძღვანელობს.

როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, დღევანდელი სხდომა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო ჩაინიშნა.

ოქმი კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ გამოქვეყნდება.