„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
საერთაშორისო საზოგადოებამ არ დაგმო საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, პრეზიდენტის სასახლის შტურმი, თბილისის ქაოსში ჩართვის საშიშროება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა.
წამყვანმა ჰკითხა, ელოდება თუ არა, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებებს დაგმობს საერთაშორისო საზოგადოება.
„არ მაქვს იმედი, რომ დაგმობს. საერთაშორისო საზოგადოებამ არ დაგმო საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, პრეზიდენტის სასახლის შტურმი, თბილისის ქაოსში ჩართვის საშიშროება. შეიძლება ეს დაგმოს ეუთო-ს წევრმა რომელიმე ქვეყანამ, ვინც ხედავს რა ხდება რეალურად საქართველოში, მაგრამ ევროკავშირში ამას არ დაგმობენ. იქ ისეთი ვითარებაა, გადაეფარებიან ფინელ კოლეგას. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები განსაკუთრებით არიან დაინტერესებულები, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი გამოიწვიონ, რადგან თავად არიან დაინტერესებულები, რომ რუსეთი არ შეიჭრას მათ ქვეყნებში.
ეს ქალბატონი [ელინა ვალტონენი] ჩამოსული იყო რუსთაველზე აქციის ჩასატარებლად, 30, თუ 50 ადამიანის გვერდით რომ დაფიქსირებულიყო, გადაეღო ვიდეო და ეჩვენებინა საზღვარგარეთ მყოფი უფროსებისთვის, რომ ისინი არიან ერთნი და აქ [საქართველოში] პროტესტი გრძელდება.
თვითონ ეუთო-ს ადმინისტრაციამ გაავრცელა ცოტა ხნის წინ განცხადება, სადაც შეჯამებულია მისი [ვალტონენის] ვიზიტი და არ ახსენებენ იმ ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრმა გააუქმა ამ ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარესთან შეხვედრა. ეს არნახული პოლიტიკური სკანდალი იქნებოდა 10-15 წლის წინ რომ მომხდარიყო, მაგრამ როგორც ვხედავთ, საერთაშორისო ურთიერთობებში მოშლილია სამართლებრივი მხარე და ხელმძღვანელობენ მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგით და მიზნებით“, - აღნიშნა გიორგობიანმა.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს თავმჯდომარის მანდატით საქართველოში ვიზიტის დროს, რუსთაველის გამზირზე კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მივიდა, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
აღნიშნული ქმედების საპასუხოდ, ელინა ვალტონენისთან დაგეგმილი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააუქმა.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს.