წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1770836556
საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ამა წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ ყურავა.
დეკანოზი თეიმურაზი დაიკრძალება შაბათს, 14 თებერვალს ამავე ტაძრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ თეიმურაზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი თეიმურაზი.“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.