საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს

გლოვა

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ამა წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის კვირაცხოვლისა და მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრების წინამძღვარი, დეკანოზი გაბრიელ ნათენაძე.

დეკანოზი გაბრიელი დაიკრძალება სამშაბათს, 25 ნოემბერს, 14:00 საათზე კვირაცხოვლის სახელობის ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ გაბრიელის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი გაბრიელი“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.