VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ცხედარი, ამ დროისთვის, საპატრიარქოშია დასვენებული, სადაც "კავკასიის მედიცინის ცენტრიდან" გვიან ღამით გადაასვენეს.
საპატრიარქომდე მისასვლელი ცენტრალური გზა სრულად გადაკეტილია - ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მიმდინარეობს ბოლო სამზადისი წმინდა სინოდის სხდომის დასაწყებად, რომელიც დღეს, 14:00 საათზე უნდა გაიმართოს.
სინოდის წევრები დღევანდელ სხდომაზე პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ დეტალებს განიხილავენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოსთან კოორდინაციით შეიქმნება დამკრძალავი კომისია, პანაშვიდები კი სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.