1770668307
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
იწყება სამოცდამეცამეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 16 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე.რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.საკონტაქტო ტელეფონები:593 90 08 10558 65 11 59593 46 45 71“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.











