„სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში...“ - ახალგაზრდა ბიჭს ემშვიდობებიან

გიორგი

34 წლის გიორგი ცუხიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. 

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

„ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მძიმე და უკურნებელ სენთან ბრძოლაში, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა ახალგაზრდა, კეთილშობილი და ღირსეული ადამიანი - გიორგი ცუხიშვილი.

გიორგი გამოირჩეოდა ადამიანურობით, კეთილი გულითა და გულწრფელი დამოკიდებულებით ადამიანების მიმართ. იგი იყო ღირსეული ახალგაზრდა, რომელსაც მეგობრები და ახლობლები განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებენ. მისი მშვიდი ბუნება, სიკეთე და გულუხვობა ბევრისთვის სამაგალითო იყო.
მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, გიორგი ბოლომდე ინარჩუნებდა სიმტკიცესა და ცხოვრების სიყვარულს. მისი ნაადრევი გარდაცვალება დიდი ტკივილი და დანაკლისია ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მას იცნობდა.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნათესავებსა და მეგობრებს.

გიორგი ცუხიშვილის ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში“, - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.