სამტრედიის მეთორმეტე საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

გლოვა

სამტრედიაში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა უკანასკნელ გზაზე გააცილეს. სკოლის ადმინისტრაცია, სადაც გიორგი შარაბიძე სწავლობდა, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც ჩვენი კურსდამთავრებულის, 19 წლის გიორგი შარაბიძის, უკანასკნელ გზაზე გაცილებისას განვიცდით… ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და თანაკლასელებს.
მშვიდად განისვენე, გიორგი… შენი ღიმილი მუდამ დარჩება ჩვენს გულებში“.