სამსახურიდან საბოლოოდ წამოვედი, შვილს ვერ მივატოვებ-მეთქი“ – ემიგრანტი დედა შვილის ქორწილზე სიურპრიზად ჩამოვიდა და „ფორტუნასთან“ საუბრობს

ემიგრანტი დედა, რომელიც შვილის ქორწილზე მოულოდნელად ჩამოვიდა

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ქართველი წყვილის ვიდეო, რომელშიც სპეციალურად შვილის ქორწილისთვის იტალიიდან ჩამოსული ემიგრანტის დედისა და პატარძლის ემოციური შეხვედრაა ასახული.

როგორ გეგმავდა რუსკა გელაძე სიურპრიზს დედამ „ფორტუნასთან“ ისაუბრა.

რუსკა გელაძე [დედა] – რა თქმა უნდა, საქართველოში ჩამოსვლა რთული იყო, ემიგრანტებისთვის ყოველთვის რთულია ასე უცებ წახვიდე, სამსახურის ვალდებულებაც არის – ზოგი ოჯახი არ გვიშვებს.

ძალიან რთული იყო და ამ სიურპრიზისთვის ერთი სამსახური დავტოვე, მუშაობა ერთი თვის დაწყებული მქონდა, არ მიშვებდნენ და ვუთხარი: საბოლოოდ მივდივარ, იმიტომ რომ შვილს ვერ მივატოვებ და 5 დღით მაინც უნდა წავიდე-მეთქი… ეს დღე ძალიან ემოციური იყო.

იტალიაში დღეს ვბრუნდები, ახალ ადგილას ვიწყებ მუშაობას. თითქმის შვიდი წელია, რაც ემიგრანტი ვარ. ჩამოსვლას ვახერხებ ხოლმე, თუმცა რადგან იტალიაში ახალი დაბრუნებული ვიყავი, იმედი არ მქონდა, რომ საქართველოში ჩამოსვლას შევძლებდი.. ალბათ, უფალიც დაგვეხმარა და მოვახერხე, რომ ჩემი დანახვით თამუნა გაბედნიერებულიყო“. წყარო