15 იანვარს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1768415559
საკვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ვარგისიანობის ვადის გასახანგრძლივებლად ფართოდ გამოყენებული კონსერვანტები შესაძლოა რამდენიმე ტიპის კიბოსა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ზრდიდეს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია იმ კონსერვანტებთან დაკავშირებით, რომლებიც ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ საფრანგეთსა და ევროპის ბაზარზე, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც“ - აცხადებს კვლევის ავტორი მკვლევარი მატილდ ტუვიე.
კვლევა 2009 წელს დაიწყო და მასში 170 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მეცნიერი ავტორი აცხადებს, რომ კვლევას დამატებითი დადასტურებაც დასჭირდება.
მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს იმ ადამიანების მონაცემები, რომლებიც კონსერვანტებით მდიდარ საკვებს ყველაზე ხშირად მოიხმარდნენ, და ისინი, ვინც ასეთ პროდუქტებს იშვიათად იღებდა.
მკვლევრებმა დეტალურად შეისწავლეს 17 ისეთი კონსერვანტი, რომელსაც მონაწილეთა სულ მცირე 10% მაინც მოიხმარდა. შედეგებმა აჩვენა, რომ მათგან 11-ის კიბოსთან კავშირი არ დადასტურდა. თუმცა დარჩენილმა ექვსმა აჩვენა, რომ ისინი შესაძლოა კიბოს განვითარების რისკს ზრდიდნენ.
ასევე, აღმოჩნდა, რომ მკვლევრების მიერ შესწავლილი 17 კონსერვანტიდან 12 იმ ადამიანებში, რომლებიც მათ ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ, მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების თითქმის 50%-ით გაიზარდა.