ცნობილია ქვეყნების სია, რომლებისთვისაც აშშ ვიზების გაცემას აჩერებს
1768408955
ნაძვის ხე ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. თუმცა, მისი აღების დრო ხშირად კამათის საგანია. ტრადიციის, რწმენისა და თანამედროვე პრაქტიკის მიხედვით, როდის არის ნაძვის ხის შენახვა რეკომენდებული - თემაზე ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
- ნაძვის ხის დადგმაც და აღებაც რელიგიურ მომენტებს უკავშირდება. ნაძვის ხე იდგმება 25 დეკემბრიდან, როდესაც ქრისტე იშვა. იდგმება იქამდე, სანამ ღმერთის გაცხადება არ ხდება. იგივეა, რაც ნათლისღება. შესაბამისად, ერთი ციკლი იხურება. ზოგან 5-6 იანვარს იღებენ ნაძვის ხეს იმიტომ, რომ კათოლიკური კალენდრით, 5-6 იგივეა, რაც 19 იანვარი.
სახლში ნაძვის ხის დადგმის ოპტიმალურ ვადად 25 დეკემბრიდან 19 იანვრის ჩათვლით პერიოდი მიიჩნევა. თუმცა, ნაძვის ხის აღების თარიღი შესაძლოა, ინდივიდუალურადაც განისაზღვროს.
- იმისთვის, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, ფინანსურად ბარაქა გვქონდეს და წარმატებული წელი იყოს, თუ ბუნებრივი ნაძვის ხე გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოყავისფრო ფერი არ შეეპაროს, წიწვები არ იყრებოდეს. თუ შევატყობთ, რომ წიწვები იყრება, შეგვიძლია, მალეც ავიღოთ.
მეორე ვარიანტი - თუ ნაძვის ხე ხელოვნურია, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, აღების ნიშანი წვიმების ან რაღაც სიმბოლოს ჩამოყრა იყოს. ეს ნიშნავს, რომ ამ დროს უკვე უნდა გავიტანოთ. სამყარო გველაპარაკება. თუ მსგავსი არაფერი ხდება, 19-ის მერე გავიტანოთ.
ნაძვის ხის ფუნქცია აკუმულირებას ახდენს. ეს ფინანსური წარმატების, ბედნიერების ენერგიაა. 19-ია მერე ეს ენერგია აღარ არის. მერეც თუ გვექნება, არაფერი დაშავდება. უბრალოდ, მერე თავის ჯადოსნობას კარგავს და როგორც ინსტრუმენტი, ისე გვაქვს.
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 17 თებერვალს დგება. ამიტომაც, ნაძვის ხის აღების შემდეგ უმჯობესია, სახლში საახალწლო დეკორაციები მაინც შემოვინახოთ.
- სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი წელი ზამთრის მზებუდობა - 21-22 დეკემბერია. ხანდახან, 20-ში შეიძლება, დაემთხვეს. მაგ დღიდან ყველა ციკლი ითვლება. წელს ასეთი თარიღი 17 თებერვალი გვაქვს. ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა წლები იმიტომ, რომ ამ ყველაფერს კიდევ დამატებით აქცენტს დაბნელება უკეთებს. დაბნელება წლის განმავლობაში საკმაოდ იშვიათია და ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა.
ნაძვის ხე შეიძლება, ავიღოთ. მაგრამ, ყველაფერს ნუ ავიღებთ. რაღაც მაინც დავტოვოთ იმისთვის, რომ სადღესასწაულო გარემო მაინც გვქონდეს.
ნაძვის ხის დაშლას ქვემოდან ვიწყებთ. ზემოდან არა... ვისაც აქვს, პირველ რიგში, გირლანდებს ვაშორებთ იმიტომ, რომ ეს სითბოს, სინათლის ენერგიას უკავშირდება. მერე წვიმები თუ არის, იმას ვაშორებთ. წვიმები ბარაქისა და სიუხვის ენერგიაა. ბოლოს სათამაშოებია ძირითადი მაგია და მას ვაწყობთ. ყველაზე ბოლოს კი მწვერვალიდან სამშვენისის მოხსნა და შენახვაა.
ძალიან ბევრგან შეხვდებით - ნაძვის ხის აღების შემდეგ, კარის გასასვლელთან, კედელზე აბრევიატურა - CMB წერია. ერთი ვერსიით, ეს კასტორის, მელქიორისა და ბალთაზარის სახელებია, რომლებმაც ქრისტეს დაბადება გვამცნეს. მეორე ვერსიით, ეს აბრევიატურა გვაძლევს 3 სიტყვას, რომელიც ითარგმნება ქართულად: "ქრისტე აკურთხებს ამ სამყოფელს." ეს როგორც თილისმა, დალოცვა, ისე მუშაობს. შეგვიძლია დავწეროთ 20, შემდეგ ეს აბრევიატურა, შემდეგ კი 26. ამას ფურცელზე დავწერთ და კართან მივამაგრებთ. ან პირდაპირაც შეგვიძლია, დავაწეროთ.