შსს გორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს
1754497434
სახალხო დამცველი მიესალმება გიორგი ახობაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2025 წლის 6 აგვისტოს მიღებულ გამამართლებელ განაჩენს.
„მოცემულ საქმეზე სახალხო დამცველმა სასამართლოს, 2025 წლის 24 მარტს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა და ნეიტრალური მტკიცებულებების არსებობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილული იყო ადამიანის უფლებების კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტები, რომლის თანახმად, პირადი ჩხრეკის ჩატარებისას ნეიტრალური მტკიცებულებების შექმნასა და მოპოვებას არსებით მნიშვნელობა აქვს პირის პასუხისგებაში მისაცემად.
ისეთ შემთხვევებში, როდესაც პოლიციელებს აქვთ ნეიტრალური მტკიცებულებების, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების მოპოვების შესაძლებლობა და აღნიშნულს არ ახორციელებენ, ხოლო ბრალდება არსებითად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა, ვერ ჩაითვლება ადამიანის უფლებებთან შესაბამის პრაქტიკად.
სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დაყენებას დადებითი გავლენა ექნება პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებაში“ - აღნიშნულია განცხადებაში.