1782158365
სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი მისი გარდაცვალების შემდეგ - მოძღვარი განმარტავს
პირადი ანგელოზი არის უხილავი, უსხეულო ზეციური მფარველი, რომელიც ადამიანს ღვთისგან დაბადებისთანავე ენიჭება. მისი მთავარი დანიშნულებაა ადამიანის სულიერი თუ ფიზიკური დაცვა ბოროტი ძალებისგან, სიკეთისკენ მიმართვა და განსაცდელში შემწეობა.
სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი მისი გარდაცვალების შემდეგ? - ამ კითხვაზე მოძღვრის განმარტებას გამოცემა orthodoxy.ge აქვეყნებს.
„მფარველი ანგელოზის კანონი“. მე-7 გალობის I ტროპარში ვკითხულობთ: „მოწყალე მექმენ და ევედრე უფალსა ღმერთსა ანგელოსო ჩემო, რამეთუ მაქუ შენ ყოველსა ცხოვრებასა ჩემსა წინა-მძღვრად, და მცველად ღმრთისა მიერ მოცემულო ჩემდა უკუნისამდე“,- განმარტავს მოძღვარი ანდრია კემულარია.











