ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - რა ხდება ცნობილი
1779563319
ბავშვთა კვებაში წვნიანის მნიშვნელობაზე „იმედის დღის“ ეთერში პედიატრმა, თემურ მიქელაძე ისაუბრა და განმარტა, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს წვნიანი კუჭ-ნაწლავის პრობლემებს აუცილებლად აგვარებს, რეალობას სრულად არ შეესაბამება.
ექიმის თქმით, წვნიანი ძირითადად შედგება თერმულად დამუშავებული ბოსტნეულის, წყლისა და ხორცისგან. თუმცა, თუ ბავშვი დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით წყალს, ბოსტნეულსა და ცილოვან პროდუქტებს იღებს, წვნიანი აუცილებელი არ არის.
„თუ იგივე ინგრედიენტებს ბავშვს ცალკე, მაგალითად ბოსტნეულის პიურეს სახით მივცემთ და წყლის მიღებაც საკმარისი იქნება, იგივე შედეგზე გავალთ,“ — აღნიშნა პედიატრმა.
თემურ მიქელაძის განმარტებით, წვნიანის ხანგრძლივი ხარშვისას ბოსტნეული სასარგებლო თვისებების მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს. მისივე თქმით, მსგავსი პროცესი ხდება კომპოტის მომზადების დროსაც, რის გამოც სპეციალისტები ბავშვებისთვის ხილისა და წყლის ცალ-ცალკე მიღებას ამჯობინებენ.
ექიმმა ყურადღება გაამახვილა ბავშვებში ჭარბი წონის პრობლემაზეც. მისი თქმით, პანდემიის შემდეგ ეკრანდამოკიდებულებამ და არასწორმა კვებამ ბავშვებში სიმსუქნისა და მეტაბოლური დაავადებების რისკი მნიშვნელოვნად გაზარდა. World Health Organization-ის კვლევებზე დაყრდნობით, 5-11 წლის ბავშვებში ჭარბი წონის მაჩვენებელი 15-25%-ით გაიზარდა.
პედიატრი მიიჩნევს, რომ მთავარი სწორი და დაბალანსებული კვებაა — წვნიანით თუ მის გარეშე. მისი რეკომენდაციით, ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს ბოსტნეული, წყალი და ხარისხიანი პროდუქტები, ხოლო ტკბილეული და სწრაფი კვების პროდუქტები მხოლოდ ზომიერად.