საბურთალოს რაიონის გამგეობა კანდელაკის N14-16-ში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს

საბურთალოს რაიონის გამგეობა კანდელაკის N14-16-ში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს

საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციაა. ამჯერად, ინფრასტრუქტურული პროექტი კანდელაკის N14-16-ში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 1 500 კვ. მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდება, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე საფეხბურთო სპორტული მოედანიც რეაბილიტირდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 525 800 ლარია  და მას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „მონოლითი 2005" ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის წევრი საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.