1733169705
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს - დაჭრილია მოკლულის ცოლიც
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა.
გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბერძნული მედია წერს, რომ შემთხვევა ათენში, 02:30 საათზე მოხდა - თავდამსხმელი წყვილის სახლში შეიარაღებული მივიდა და ქართველ კაცს ესროლა.
ის პოლიციამ უკვე დააკავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ხანძარი ზუგდიდში - საცხოვრებელ სახლში 85 წლის მოხუცი და 2 არასრულწლოვანი იმყოფებოდა
როგორ დავიჭიროთ სხეულზე წერტილი სტრესის მოსახსნელად - ეს უნდა იცოდეთ