რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა

რუსთაველი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. გაიხსნა საავტომობილო მოძრაობა.

გზის სავალ ნაწილზე მდგარ აქციის მონაწილეებს პოლიციამ ტროტუარზე გადასვლისა და გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ აქცია დასრულდა, აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამ დროისთვის, თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული სცენის კონსტრუქციაც დაშლილია.