პაატა ბურჭულაძე დააკავეს

პაატა ბურჭულაძე

მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე დააკავეს.

ბურჭულაძე, აქციიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, მისი დაკავება სწორედ იქ მოხდა.

პაატა ბურჭულაძე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ შტურმით აეღოთ პრეზიდენტის სასახლე.

შსს-ს ცნობით, ასევე დაკავებულია ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.

ცნობისთვის, 19:10 საათზე, ოპოზიციის აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ, 19:23 საათზე კი შეკრებილებმა პიროტექნიკაც გამოიყენეს.

პრეზიდენტის სასახლის ჯებირების გადანგრევასა და ეზოში შეჭრას, წინ უძღოდა მურთაზ ზოდელავას განცხადება. "დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას - მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს", - განაცხადა ზოდელავამ.