ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძე გუშინ სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.
„მას შემდეგ, რაც ის ოჯახის თხოვნით გადაყვანილ იქნა თურქეთში მკურნალობის გასაგრძელებლად, იქიდანაც საიმედო ცნობებია… ჯანმრთელობის აღდგენა ძალიან სწრაფად მოხდება…
ჩვენი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძირითადი და ყველაზე კრიტიკული პრობლემები, რაც არსებობდა, გადავლილია… ამანაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ გადაყვანა მომხდარიყო. პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო, ტრანსპორტირება პრობლემა იქნებოდა…“, – თქვა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძე 7 ივლისს გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით საგარეჯოს საავადმყოფოში შეიყვანეს. შემდეგ კი ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.