როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

ამინდი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 31 მაისის ჩათვლით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

თვის ბოლომდე ღამისა და საღამოს საათებში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი.

ტემპერატურა კი მომდევნო დღეების განმავლობაში, 31 მაისამდე, +27, +32 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი.

თბილისში ასევე ღამისა და დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, პერიოდულად ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. 

სანაპირო რაიონებში თვის ბოლომდე საღამოს საათებში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, დღის ტემპერატურა კი +22, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება. კოლხეთის დაბლობზე +27, +32 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი.