როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში - პროგნოზი

შემოდგომა

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი ცვალებადი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 19-20 სექტემბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი და ტემპერატურის შედარებით კლება.

19 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და დღისით 15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

20 სექტემბერს ნალექიანი და ელჭექიანი ამინდი უფრო ფართო ტერიტორიაზე გავრცელდება. ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე მოიმატებს.

21 სექტემბრიდან ამინდის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. ქვეყნის უმეტეს ნაწილში ღრუბლიანობას მზიანი პერიოდები შეცვლის, ტემპერატურა კი დაახლოებით 18 გრადუსამდე იქნება.

22-23 სექტემბერს შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა ცალკეულ რაიონებში დღის მეორე ნახევარში კვლავ შესაძლებელია ელჭექი.

24 სექტემბერს დილის საათებში ზოგან ელჭექია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევრიდან კი ამინდი გაუმჯობესდება და ხანგრძლივი მზიანი პერიოდები იქნება.