Wizz Air-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1772394815
2 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +10 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +9, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც იწვიმებს, +8 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში იწვიმებს, დღისით +6 გრადუსი, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში თოვლს ელოდებიან, დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც თოვლიანია ამინდია, +4 იქნება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლს ელოდებიან გორში, დღისით +5 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ნალექს პროგნოზირებენ, თოვლის სახით. დღისით ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოშიც მოთოვს, დღისით -2, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში თოვს. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან რუსთავში, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში თოვლს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.