ეს ეხება თქვენს ფინანსებს, ურთიერთობებს და მომავალს - რა უნდა გააკეთოთ ყველაზე „სახიფათო“ დღეს, 3 მარტს - ეზოთერიკოსი ინფორმაციას ავრცელებს

დაბნელების დერეფანი

მინეროლოგი და ეზოთერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში გამომწერებს „მთვარის დაბნელების“ პერიოდზე ინფორმაციას უზიარებს.

„რა უნდა გააკეთოთ ყველაზე „სახიფათო“ დღეს - 3 მარტს. ყურადღება!
3 მარტი ითვლება ყველაზე არაპროგნოზირებად და დაძაბულ დღედ დაბნელებების დერეფანში. სასურველია წინასწარ გააფრთხილოთ ახლობლები და მეგობრები.  ეს ეხება თქვენს ფინანსებს, ურთიერთობებს და მომავალს.
სამშაბათს, 3 მარტს, გვექნება მთვარის დაბნელება და ამით დასრულდება დაბნელებების დერეფანი.

3 მარტი კრიტიკული და გარდამტეხი დღეა! ეს არის ენერგეტიკული პიკის წერტილი. დააკვირდით, ვისთან და სად ატარებთ დროს ამ პერიოდში: ვინ გირეკავთ, რა შემოთავაზებებს იღებთ, ვინ ცდილობს თქვენთან კონტაქტს
და ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ეს ყველაფერი.

გახსოვდეთ - დაბნელებების პერიოდში შემთხვევითი ადამიანები არ არსებობენ.
ეს მოვლენები ქმნის თქვენი ცხოვრების ახალ პროგრამას მომდევნო 6 თვისთვის, ზოგისთვის კი - 1 წელი, 9 წელი ან 18.5 წელი. იყავით მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით ამ დღეს: არანაირი ოპერაციები 3 მარტს, დაიწყოთ ახალი საქმეები, ყველაფერი, რაც მთვარის დაბნელებაზე იწყება, არასტაბილურია - ენერგიები კონფლიქტშია.

შეაჩერეთ ნეგატიური აზრები, გაათავისუფლეთ წარსული. ყურადღება სიტყვებს - ამ დღეს ყოველი ნათქვამი სიტყვა მუშაობს როგორც პროგრამა.

არანაირი კონფლიქტები, არ გადასცეთ გასაღებები (სახლი/მანქანა), დაიცავით თქვენი ენერგეტიკა - საკუთარი თავი, ახლობლები, სახლი და ავტომობილი.  არ აიღოთ არაფერი მიწიდან, არაფერი აიღოთ და არ მიიღოთ სხვისი, არც პირდაპირი და არც გადატანითი მნიშვნელობით.“ - წერს ეზოთერიკოსი სოციალურ ქსელში.