ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება - რას გვიმზადებს 2027 წელი
1793997405
ქუთაისში 7 ნოემბერს წვიმა იქნება, დღისით +10 და ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა ფოთშიც. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
სოხუმში წვიმაა მოსალოდნელი, +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში სინოპტიკოსები თოვლს ვარაუდობენ, დღისით -1 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ამბროლაურში ნალექიან ამინდს ელოდებიან. ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმაა. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში ასევე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც წვიმაა. დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -3 იქნება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +4 იქნება დღისით, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +8 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში ასევე იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.
ომალოში თოვლიანი დღეა. დღისით +1, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
ნალექიანი დღეა გურჯაანშიც, დღისით +8 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
რუსთავშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.