როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ამინდი თოვლი

 16 დეკემბერს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +10 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +9, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვს, დღისით -1 გრადუსი იქნება, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლს ელოდებიან, ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც თოვაა მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც თოვლია, დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც ნალექია თოვლის სახით, +2 იქნება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -14 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც თოვაა მოსალოდნელი, სადაც დღისით +5 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვს ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით -1, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.