როდის გაწვიმდება და როდის გამოიდარებს - ორი კვირის ამინდის პროგნოზი
1787255923
17 აგვისტო - ორშაბათი
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +17, +22°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +21, +26°; მაღალმთაში ღამით +9, +14°, დღისით +13, +18°, ზოგან +22°-მდე.