როგორ უნდა გათავისუფლდეთ პრობლემური სესხისგან და გაასუფთაოთ კრედიტ ისტორია - ადვოკატის რჩევა

ფული

როგორც ადვოკატი ამბობს, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე ვრცელდება სამწლიანი ვადა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან სამი წლის გასვლის შემდგომ მოთხოვნა ხანდაზმულია. თუმცა, კრედიტორი ორგანიზაციები, ძირითადად ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხანდაზმულობის საკითხს არ იყენებენ კეთილსინდისიერად. ისინი შედიან სარცელით სასამართლოში ხანდაზმულ სესხზე და მოითხოვენ თქვენგან იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც უკვე ხანდაზმულია. თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ გზავნილი სასამართლოდან, ჩაიბაროთ სარჩელი და შესაბამის ვადაში, შესაგებელში უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რომ აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. თუ თქვენ არ გაამახვილებთ ყურადღებას, სასამართლომ შესაძლოა, დააკმაყოფილოს სარჩელი, რომელსაც წარუდგენს კრედიტორი კომპანია ხანდაზმულ სესხზე.

მეორე ვითარება, რომელსაც კრედიტორი ორგანიზაციები მიმართავენ, ის გახლავთ, რომ ისინი მიმართავენ პრობლემური სესხების ამომღებ კომპანიებს, რომლებიც გამუდმებით გირეკავენ, ურეკავენ თქვენს ნათესავებს, წერენ თქვენს სოციალურ ქსელში თქვენს მეგობრებს, ახლობლებს და ამ მიმართულებით გიქმნიან ისეთ პრობლემას, რომელიც გარკვეულწილად ძალიან რთული ასატანია. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ სასარჩელო წარმოება თქვენ თავად წამოიწყოთ და აღიარებითი სარჩელით მიმართოთ სასამართლოს, რომელიც არც ისე ძვირია. მოითხოვეთ, რომ თქვენი სესხი სასამართლომ აღიაროს ხანდაზმულად. თქვენი საბანკო ისტორიის გასუფთავებაზე თავად უნდა იზრუნოთ, რომელიც არ არის მარტივი, მაგრამ ნამდვილად ღირს ბრძოლად“. - ამბობს ადვოკატი.