როგორ უნდა დალოცოს მშობელმა შვილი - პატრიარქის კურთხევა და მშობლების ლოცვა

ilia II

"იმის­თვის, რომ შვი­ლი ბედ­ნი­ე­რი იყოს, მშო­ბელ­მა ის უნდა და­ლო­ცოს" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ ერთ-ერთი ქა­და­გე­ბის დროს ბრძა­ნა.

მშობ­ლე­ბის მიერ შვი­ლე­ბის და­ლოც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე პატ­რი­არ­ქმა არა­ერ­თხელ იქა­და­გა. ილია მე­ო­რე ბრძა­ნებს, რომ მშობ­ლე­ბის მიერ შვი­ლის და­ლოც­ვის წესი ასე­თია:

"ბავ­შვი უნდა და­ა­ყე­ნო მუხ­ლებ­ზე დე­დის და იმ ხა­ტის წი­ნა­შე, რომ­ლი­თაც და­ი­ლო­ცე­ბა, ორი­ვე ხელი და­ა­დო თავ­ზე და წა­ი­კი­თხო ლოც­ვა. ლოც­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ნა­კურ­თხი წყლით უნდა აკურ­თხონ და გარ­და­სა­ხონ პირ­ჯვა­რი. ეს და­ლოც­ვა იქ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ: 

"ღმერ­თო ჩვე­ნო, მა­მაო ყოვ­ლი­სა მპყრო­ბე­ლო, ძეო ღმრთი­საო, უფა­ლო ჩვე­ნო, იესო ქრის­ტე, სულო წმინ­დაო, ცხო­ველ­მყო­ფე­ლო, სა­მე­ბაო ერ­თარ­სო და გა­ნუ­ყო­ფე­ლო, გარ­და­მო­ი­ხი­ლე ზე­ცით მო­წყა­ლე თვა­ლით და და­ლო­ცე შვი­ლე­ბი ესე სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა­ნი (მო­ნა­ნი და მხე­ვალ­ნი ღმრთი­სა­ნი) და მიჰ­მად­ლე მათ მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი სი­ცო­ცხლე, ჯან­მრთე­ლო­ბა, მტკი­ცე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი ღმრთი­სა და მოყ­ვა­სი­სა, თავ­მდაბ­ლო­ბა, გან­ცდაი თვის­თა ცოდ­ვა­თა, სიბ­რძნე, სიმ­შვი­დე და მოთ­მი­ნე­ბა, ნიჭი და უნა­რი სწავ­ლი­სა და შრო­მი­სა, ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი, მრა­ვა­ლი შვი­ლი, კე­თილ­დღე­ო­ბა და სი­ხა­რუ­ლი, გო­ნე­ბა საღი და გახ­სნი­ლი, გული წმინ­და, სიყ­ვა­რუ­ლი მშო­ბელ­თა თვის­თა.

ჰოი უფა­ლო, შე­ის­მი­ნე ჩემი ლოც­ვა და და­ი­ფა­რე შვილ­ნი ესე ჩვენ­ნი ხი­ლუ­ლი და უხი­ლა­ვი მტრე­ბის­გან და ღირს ჰყავ ისი­ნი ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი­სა. ლოც­ვი­თა და მე­ო­ხე­ბი­თა ყოვ­ლად წმინ­დი­სა ღვთის­მშო­ბე­ლი­სა­თა და ყო­ველ­თა წმინ­და შენ­თა­თა ამინ! ამის შემ­დეგ უნდა ას­ხუ­როთ ნა­კურ­თხი წყა­ლი და გა­და­სა­ხოთ ჯვა­რი".

✕