როგორ შევინახოთ თაფლი, რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს

ირაკლი არაბული

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გვასწავლის, როგორ შევინახოთ თაფლი სწორად.

„როგორ შევინახოთ თაფლი, რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს - აუცილებელია, რომ სახლის პირობებში თაფლი მინის ქილაში შევინახოთ და მზის სხივებისგან დაცულ ადგილას. არ არის რეკომენდებული, პლასტმასის ჭურჭელში შენახვა, რადგან თაფლი დროთა განმავლობაში, შესაძლებელია, რეაქციაში შევიდეს პლასტმასთან. 

იმ შემთხვევაში, თუ თაფლი გაკრისტალდა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდია, პირიქით, ეს ფაქტორი შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ თაფლი არის ჯანსაღი და ნატურალური. ამისთვის, 40-გრადუსიან წყალში უნდა მოვათავსოთ თაფლის ქილა და ის ნელ-ნელა პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდება. 

ამაზე მაღალ ტემპერატურაზე მოთავსება არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში, მის სასარგებლო თვისებებს დაკარგავს“, - განმარტავს არაბული.