ლარი გამყარდა - რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს
1765991936
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას „გიჟური იდეა“ უწოდა.
ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ულტრამემარჯვენე ლიდერების შეხვედრაზე ორბანმა განაცხადა, რომ ამ აქტივების გამოყენებას ძალიან ცუდი გავლენა ექნება ბელგიურ კომპანია Euroclear-ზე.
„Euroclear არის ბელგიური კომპანია. ისინი საფრთხეში არიან. თუ ევროკავშირის გიჟური იდეა განხორციელდება რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციის შესახებ, ამას ძალიან უარყოფით გავლენა ექნება ამ კომპანიაზე. ბრიუსელი თავისთავად, ევროპულ პოლიტიკაში შემაშფოთებელი მოთამაშეა. მათ სურთ ისეთი პროგრამების წარდგენა, რომლებიც ანადგურებენ ევროპულ ეკონომიკას: სიგიჟე, მწვანე თეორიები, პრომიგრაციული პოლიტიკა, პროომის პოლიტიკა. ასე რომ, ბრიუსელი ჩვენი მსგავსი ქვეყნისთვის პოლიტიკური საფრთხის სიმბოლოა, – განაცხადა ორბანმა.