„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
1784058665
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 38 წლის გიორგი ოჩხიკიძეს ახლობლები და მეგობრები ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან.
„ჩვენი გიო, ჩვენი სიყვარული, ბავშვობა და ყოველდღიურობა აღარ გვყავს... ქუჩის მაცოცხლებელი შეძახილებით, კილომეტრიდან რომ გიცნობდნენ სიარულის მანერით... ჩვენი ოჩხი, ჩვენი ბონძღი... ყველასთვის საყვარელი და მოსაფერებელი ზედმეტსახელით ცნობილი. როგორ მიყვარდა, როცა ყველას ჩამოუვლიდი და რაღაცას შემოგვძახებდი... იმ გზაზე, სადაც მთელი ცხოვრება დადიოდი, რა დაგემართა, გიო?! როგორ მენანები... სული მეწვის შენი საცოდაობით. მარადიულ სიყვარულად გვექეცი გივიკოსთან ერთად. მიყვარხარ!“,– წერს გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 23 ივლისს, გვიან ღამით, სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. მიღებული დაზიანებების გამო გიორგი ოჩხიკიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.