როგორ გამოვთვალოთ იღბლის კოდი - მინეროლოგის განმარტება

კოდი

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. 

„გინდა გაიგო რომელია შენი იღბლის კოდი  ამით გაიგებ, როგორ მართო ბედისწერა ციფრებით!
ხშირად გვიფიქრია, რატომ არის ზოგიერთი დღე განსაკუთრებით წარმატებული, ზოგჯერ კი საქმე ადგილიდან არ იძვრის? პასუხი შენს პირად იღბლიან ციფრშია, რომელიც დაბადებისთანავე დაგებედა!  
  როგორ გამოვთვალოთ?
ეს ძალიან მარტივია! შეკრიბე შენი დაბადების თარიღის ყველა ციფრი მანამ, სანამ ერთნიშნა რიცხვს არ მიიღებ.
მაგალითად, თუ დაიბადე 19.10.1978:
  1+9+1+0+1+9+7+8 = 36
  3+6 = 9
თქვენი იღბლიანი რიცხვია 9!
  როდის გამოვიყენოთ ეს ციფრი?
ნუმეროლოგიის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორედ ჩვენი ციფრის შესაბამის დღეებში გადავდგათ:
  ბიზნესის გახსნა: დაამთხვიე თარიღი შენს ციფრს (მაგ: თუ 9-იანი ხარ, აირჩიე თვის 9, 18 ან 27 რიცხვი).
  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: ხელშეკრულების გაფორმება ან ახალი პროექტის დაწყება ამ დღეს წარმატების გარანტიაა.
  ნუმეროლოგია ყოველდღიურობაში: გამოიყენე შენი ციფრი ბინის ნომერში, მანქანის ნომერში ან თუნდაც მნიშვნელოვანი შეხვედრის საათის დანიშვნისას.შეკრებითაც მოახეტხებ ამას.
  მოკლე გზამკვლევი:
  ლიდერობა - დაიწყე ახალი საქმეები მარტომ.
  პარტნიორობა - იღბალი გუნდურ მუშაობაშია.
  შემოქმედება - ენდე შენს კრეატიულობას.
  სტაბილურობა - შრომა ყოველთვის დაგიფასდება.
  ცვლილებები - არ შეგეშინდეს რისკის.
  ოჯახი - წარმატება სიყვარულით მოდის.
  სიბრძნე - ენდე შენს ინტუიციას.
  ფული - ბიზნესისა და დიდი ამბიციების ციფრი.
  გლობალურობა - დიდი იდეებისა და მასშტაბების ენერგია",- წერს იოსელიანი.