როდის დათბება საქართველოში - როგორია განახლებული ამინდის პროგნოზი

ამინდი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

„მაისის პირველი კვირა საქართველოში კვლავ არასტაბილური და გრილი იქნება, არათანაბრად განაწილებული ნალექითა და პერიოდულად ძლიერი ქარით.

ამის ძირითადი მიზეზი ატმოსფერული წნევის არამდგრადობა და შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ციკლონთან არსებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასების ხშირი გავრცელება იქნება.
ჯერჯერობით, ახალი თვის დასაწყისში, ხანგრძლივი პერიოდით - არც დათბობა და არც მშრალი პერიოდია მოსალოდნელი.

ვარდობისთვე საქართველოში ყოველთვის იყო ხიდი -სევდიან სიჩუმესა და ზაფხულის სიხარულის ხმაურს შორის. გპირდებით თვის მეორე ნახევარში, საქართველო კვლავ შეიგრძნობს გაზაფხულის ნამდვილ სუნთქვას -
ყვავილებით, ზღვისპირა სიცილით და მთის ბილიკებზე გაღვიძებული სიცოცხლით...",- წერს ფარტენაძე.