1746938520
როდემდე გაგრძელდება შტორმის საშიშროება და როდის გამოიდარებს საქართველოში

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იკლებს, მაღალმთიან რეგიონებში თოვს, ზღვისპირა ქალაქებში კი 7 ბალიანი შტორმია.
გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„პრაიმტაიმს“ სააგენტოში განუცხადეს, რომ შტორმი ხვალ, 28 ნოემბერსაც მოსალოდნელია.
„დღეს ცუდი ამინდი და ნალექი საღამოს 8 საათამდე შენარჩუნდება, მერე იქნება ქარი. ხვალ უმეტესად ქარიანი ამინდია. იქნება ცივი, მზიანი, უნალექო ამინდი. ზღვისპირა ქალაქებში ღელვა იქნება და შტორმი იკლებს, 3-5 ბალიანი შეიძლება იყოს. ხვალ დასავლეთშიც გაჩერდება წვიმა.
29-დან გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. 15 გრადუსამდე ავა ტემპერატურა“,- გვითხრეს სააგენტოში.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „ღმერთო, დაგვიფარე! ეს რა ხდება“ - კადრები ბათუმიდან სადაც ამ წუთებშიც შტორმია
„ტრაგედია დატრიალდა... წახვედი შენს მონატრებულ მამასთან...“ - 23 წლის ბექა რუსიას გლოვობენ