საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

miwiszvra

საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან 5კმ-ში დაფიქსირდა.

ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.

დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.