ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
რისი აღმნიშვნელია ხატების წინ ჩამოკიდებული კანდელი - ამ კითხვაზე მოძღვრის განმარტებას გამოცემა orthodoxy.ge აქვეყნებს.
„ანთებული სანთლის ან კანდელის ნათელი სიმბოლურად ღვთიურ ნათელს განასახიერებს. თავად ზეთი, რითაც ანთია კანდელი, ღვთაებრივი მოწყალების სიმბოლოა. ხატების წინ მუდმივ ანთებული კანდელი (სასურველია, კანდელი მუდმივად ენთოს ხატების წინ) ღვთისადმი ჩვენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას აჩვენებს. იგი ერთგვარი შესაწირია ღვთის წინაშე, ასევე, ნიშანია ღვთისადმი ჩვენი ერთგულებისა, უფლისადმი თავგანწირვისა და ჩვენი ქრისტესადმი სიყვარულის მზადყოფნისა.
სანთლის, საკმევლისა და ზეთის (კანდელის) გულით, სიყვარულით შეწირვა სახარებაში მოხსენიებულ იმ დედაკაცს გვამსგავსებს, რომელმაც ერთ-ერთ სახლში სტუმრად მყოფ ქრისტეს ძალზე ძვირადღირებული კეთილსურნელოვანი ზეთი წმ. ფეხებზე დაასხა. ამ საქციელით მან უდიდესი სიყვარული გამოხატა მაცხოვრის მიმართ, რამეთუ ყველაზე ძვირფასი (მატერიალური თვალსაზრისით) რაც ებადა, სრულად და მთელი გულით შესწირა უფალს. ამიტომ ქრისტემაც ხაზგასმით აღნიშნა მისი საქციელის (სიყვარულის შეძლებისდაგვარად სრული გამოვლინება) განსაკუთრებულობა.
რა თქმა უნდა, ანთებულ კანდელს, პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. იგი ანათებს ხატებს და თავისი მკრთალი ნათლით განგვაწყობს ლოცვისათვის, რომლის გარეშეც ყოველგვარ კანდელსა და სანთელს არსი ეკარგება.
შესწირეთ უფალს მცირეოდენი, წრფელი გულით და ღმერთი იზრუნებს თქვენზე", - განმარტავს მამა თეოდორე გიგნაძე.