რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, 28 სკოლა კი უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სწავლას ახალ სკოლებში გააგრძელებენ

რევაზ სოხაძე

როგორ ხვდება ქვეყანა ახალ სასწავლო წელს, რა არის გასაკეთებელი და ვერ ვერ მოესწრო - ამ საკითხებზე ილაპარაკა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, ხოლო 28 სკოლა უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლებში გააგრძელებენ სწავლას.

„ამ მიმართულებით პრობლემები ნამდვილად გვაქვს. ბევრი მშენებლობა არის გაჭიანურებული, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება მოსწავლეების პირობებზე, თუ როგორ პირობებში უწევთ მათ დღეს სწავლა.

მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რომ ჩვენ პრობლემებზე მსჯელობას არ გავურბივართ და ჩვენი სიძლიერე ზუსტად ის არის, რომ ჩვენ პრობლემებზე ღიად ვსაუბრობთ და ამ პრობლემების იდენტიფიცირებას ვახდებთ.

25 სკოლა დასრულდება წლის ბოლომდე, ხოლო 28 სკოლა უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლებში გააგრძელებენ სკოლას. 46 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე მიმდინარეობს სამშენებლო ტენდერი, წლის ბოლომდე დამატებით დაახლოებით 60 სკოლაზე გამოცხადდება სატენდერო პროცედურები“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.