ნუცა ბუზალაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს
1789673744
თბილისის ბაგა-ბაღებში მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. დედაქალაქში მდებარე 20 სააღმზრდელო დაწესებულებიდან სხვადასხვა კლინიკაში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი გადაიყვანეს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
მოზარდების მდგომარეობასა და კლინიკაში მიმდინარე სამედიცინო დაკვირვების პროცესზე ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ ისაუბრა.
„გუშინ საღამოს შემდეგ ეტაპობრივად შემოდიოდნენ პაციენტები 2-დან 5- წლამდე ასაკის, გასტროენტერიტის მოვლენებით, ანუ, დიარეით და ღებინებით, უფრო ღებინება პრევალირებდა. არცერთის მდგომარეობა მძიმე არ იყო, ამჟამად, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რეანიმაცია და ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა არცერთ პაციენტს არ დასჭირვებია, უბრალოდ, ამჟამად ესაჭიროებათ კლინიკაში მონიტორინგი, სითხის დანაკარგის შევსება და შემდგომი ლაბორატორიული კვლევები, ამიტომ, აგრძელებენ მკურნალობას კლინიკაში,“ - აცხადებს მაია ჩხაიძე.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულებებსა და ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდების ობიექტებში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. გამოძიება ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის მუხლით მიმდინარეობს. ამასთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, რისკების დაზღვევის მიზნით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, დანარჩენი 183 ბაღი კი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.