1756396791
რატომაა კიტრისა და პომიდვრის ერთად მირთმევა ცუდი კომბინაცია - ენდოკრინოლოგის განმარტება

რატომაა კიტრისა და პომიდვრის ერთად მირთმევა ცუდი კომბინაცია - თემაზე ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
კიტრისა და პომიდვრის კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი კომბინაციაა. მაგრამ, ზოგიერთი მეცნიერის, მკვლევრის მოსაზრებით ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტებია. ერთი მოსანელებლად ტუტე ფერმენტებს მოითხოვს, მეორე კი - მჟავე ფერმენტებს. შესაძლებელია, ამ ფერმენტებმა ერთმანეთი გაანეიტრალონ და ბოსტნეულის მონელებას ხელი შეუშალონ. მაგრამ, თუ ადამიანს მონელების, ნაღვლის ბუშტის პრობლემები არ აქვს, პერიოდულად, ამ კომბინაციის მიღება შესაძლებელია.
ხილისა და ბოსტნეულის ერთად მირთმევად კუჭს საქმეს "ურთულებს". მაგრამ, ბოსტნეულის კომბინაცია ხორცთან იდეალურია. უჯრედისია, ხორცის შეწოვის პროცესს ამარტივებს. ასევე, ეხმარება ორგანიზმს, რომ უფრო მარტივად და სწრაფად დანაყრდეს. გარდა ამისა, ჩვენს ორგანიზმში მავნე შაქრებისა და ცხიმების ათვისებას ართულებს.
თევზი ხორცთან, კვერცხთან, პურთან და რძის პროდუქტებთან ერთად არ უნდა მივირთვათ. ძალიან კარგია, თუ თევზთან ერთად ბოსტნეულს მივირთმევთ. ასევე, მასთან ერთად ბურღულეული, მაგალითად, ბრინჯი, კუსკუსი კარგი კომბინაცია იქნება.
როგორც აღვნიშნე, თევზისა და რძის პროდუქტების კომბინაცია კარგი კომბინაცია არ არის. თევზისა და რძის პროდუქტების ერთად მირთმევამ შესაძლოა, მუცლის შებერილობა, სიმძიმე, გულძმარვა გამოიწვიოს. ასევე, მონელების პროცესიც ირღვევა. მონელების პროცესების დარღვევა კი კუჭ-ნაწლავის სისტემის ზოგად ფუნქციონირებაზე ცუდად აისახება.