ელჭექი, სეტყვა, ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1795171661
ვარჯიშის განახლებისას დარბაზში მხოლოდ სპორტული ჩანთა არ მიგვაქვს. თან მიგვყვება მოგონებაც, რამდენს ვვარჯოშობდით, რამდენ ხანს დავრბოდით და როგორი მარტივი იყო მოძრაობა, რომელიც ახლა გვღლის. სწორედ ეს შედარება ართულებს დაბრუნებას. თითქოს, თავიდან დაწყების უფლება აღარ გვაქვს, რადგან ეს ყველაფერი ერთხელ უკვე შეგვეძლო. არადა, პაუზის შემდეგ პირველი ვარჯიში ძველი შედეგის გამეორების ვალდებულებას არ ნიშნავს.
შესვენებას თავისი მიზეზი აქვს ხოლმე. იცვლება სამუშაო გრაფიკი, გვაკლდება დრო ან სხვა საქმეები იკავებს იმ საათს, რომელსაც დარბაზს ვუთმობდით. დაბრუნებისას კი ხშირად ძველი პროგრამის გაგრძელებას ვგეგმავთ ისე, თითქოს ყოველდღიურობაში არაფერი შეცვლილა. ამიტომ, სანამ კვირაში ხუთ ვარჯიშს მოვინიშნავთ, სჯობს გავიხსენოთ, რატომ შევწყვიტეთ სიარული.
თუ პრობლემა გზაში დაკარგული დრო იყო, მხოლოდ მეტი მონდომება მას ვერ მოაგვარებს. საჭიროა, სამსახურთან ან სახლთან ახლოს მდებარე დარბაზი შეარჩიოთ. მაგალითად, „რეფორმა“ თბილისში ოთხ ფილიალს აერთიანებს, რაც თქვენთვის მოსახერხებელი მდებარეობის არჩევის საშუალებას გაძლევთ.
მდებარეობის შემდეგ გადასახედია მიზანიც. შესაძლოა ადრე ბოდიბილდინგი გაინტერესებდათ და კუნთოვანი მასის განვითარებაზე მუშაობდით, ახლა კი პირველ რიგში რეგულარულ მოძრაობას უბრუნდებოდეთ. ეს განსხვავება პროგრამაზეც უნდა აისახოს. ინსტრუქტორთან საუბრისას ძველ შედეგებთან ერთად ისიც ახსენეთ, რამდენ ხანს გაგრძელდა პაუზა და დღეს რამდენი დრო გაქვთ ვარჯიშისთვის. ამით უფრო გასაგები გახდება, როგორ მოაწყოთ რეჟიმი, რომლის გაგრძელებასაც რამდენიმე კვირის შემდეგაც შეძლებთ. ძველი პროგრამა შეიძლება გამოსადეგი აღმოჩნდეს, თუმცა მისი უცვლელად გამეორება დაბრუნების ერთადერთი გზა არ არის.
ასეთ საუბარში დატვირთვაც უფრო რეალისტურად განიხილება. ნაცნობ ტრენაჟორთან მისვლისას ძველი წონის არჩევა ადვილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოძრაობა კარგად გახსოვთ. თუმცა ტექნიკის ცოდნა და იმავე დატვირთვისთვის მზადყოფნა ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა. კუნთის დაჭიმვა ტრავმაა და არა იმის დასტური, რომ საკმარისად მოინდომეთ. ამიტომ, ინსტრუქტორთან საწყისი დატვირთვის შეთანხმება დაგეხმარებათ, დაბრუნება საკუთარი შესაძლებლობების გამოცდად არ აქციოთ.
საბოლოოდ, ვარჯიშის განახლება უფრო მარტივდება, როცა პირველივე დღეს ძველი ფორმის დაბრუნებას აღარ ველით. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი შეიძლება სწორედ ის იყოს, რომ ვარჯიშს თქვენს კვირაში ადგილი მოუძებნეთ და შემდეგ მისვლასაც ახერხებთ.
„რეფორმას“ თქვენთვის მოსახერხებელ ფილიალში პროგრამისა და აბონემენტის პირობებს გაეცანით. არჩევანი დღევანდელი განრიგითა და საჭიროებებით გააკეთეთ, ძველ შედეგებთან დაბრუნებას კი დრო მიეცით.
„რეფორმას“ პერსონალური მწვრთნელების შესახებ ინფორმაცია საიტზეა ხელმისაწვდომი, თანამშრომლობის პირობები კი შერჩეულ ფილიალში შეგიძლიათ დააზუსტოთ.