რატომ გვეღვიძება მაღვიძარას დარეკვამდე რამდენიმე წუთით ადრე

დილით ადგომა

მაღვიძარას დარეკვამდე რამდენიმე წუთით ადრე თქვენით გაგღვიძებიათ? ეს არც შემთხვევითია და თქვენს ბიოლოგიურ საათს უნდა დააბრალოთ — საოცრად ზუსტ შინაგანი დროის სისტემას, რომელიც ძილისა და გაღვიძების დროს არეგულირებს. მაგრამ იცით, ზუსტად როგორ მუშაობს ეს ჩვენში არსებული მაღვიძარას სისტემა?

ტვინის სიღრმეში ნეირონების მცირე ჯგუფი არსებობს, რომელსაც სუპრაქიაზმურ ბირთვს უწოდებენ, მარტივად რომ განვმარტოთ, ხშირად ორგანიზმის საათადაც იწოდება. ეს ნეირონები შინაგან რიტმებს აკონტროლებს, მათ შორის ცირკადულ რიტმსაც, რათა ისეთი საკითხები დააგენერიროს, როგორებიცაა ძილი, სხეულის ტემპერატურა, შიმშილი თუ საჭმლის მონელება.

ცირკადული რიტმი სწორედ იმაზე ზემოქმედებს, თუ როდის ვგრძნობთ თავს მძინარედ და როდის ფხიზლად დღის მანძილზე. ჩვენი სხეული ამ საათს ბუნებრივად აყენებს, ამიტომაც სავსებით ნორმალურია სხვაობები იმ დროებს შორის, როდესაც ადამიანებს ძილი ურჩევნიათ. შესაბამისად, ეს ტოროლად და ბუდ წოდებული ადამიანების არსებობასაც ხსნის.

რეგულარული ძილისა და სიფხიზლის, ჭამისა და ვარჯიშის პროგრამა განაპირობებს ჩვენს საათს, ამიტომაც შეუძლია მას, წინასწარ განსაზღვროს, როდის მოხდება ეს ქმედებები და ჰორმონებიც შესაბამისად გამოუშვას დღის მანძილზე. მაგალითისთვის, დილით გაღვიძებისას ე. წ. კორტიზოლის გაღვიძების პასუხთან გვაქვს საქმე, ეს კორტიზოლის დონის მნიშვნელოვნად მატებას გულისხმობს, ჰორმონის, რომელზეც ამბობენ, რომ დღისთვის მოსამზადებლად გვეხმარება და თავს ენერგიულადაც გვაგრძნობინებს.

ხოლო იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც ერთსა და იმავე დროს დგებიან საწოლიდან, მათი საათი სწავლობს ამ ტენდენციას და მაღვიძარას დარეკვამდე ამზადებს სხეულს - ტემპერატურა იმატებს, მელატონინის, ანუ ძილიანობის ჰორმონები იკლებს და კორტიზოლის დონე იზრდება. ხოლო მაღვიძარას დარეკვისას სხეული უკვე სიფხიზლისთვის მზადაა და ამას ჰორმონალურ გაღვიძებას უწოდებენ.

ამგვარად, თუ მაღვიძარას დარეკვამდე რამდენიმე წუთით ადრე გეღვიძებათ, თავს ფხიზლად და დასვენებულად გრძნობთ, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი ცირკადული რიტმი კარგად მუშაობს. სხეულის საათმა შესანიშნავად დაისწავლა თქვენი რუტინა და გეხმარებათ ძილიანობიდან სიფხიზლეში მარტივად გადახვიდეთ. ხოლო, როცა მაღვიძარამდე ადრე გეღვიძებათ, თავს კი დაღლილად გრძნობთ, ეს საპირისპიროდ, ძილის ცუდ ხარისხსა და რიტმზე მიგვანიშნებს.

ახლა კი გასწავლით, როგორ გაიღვიძოთ ყველა დილით მაღვიძარას გარეშე:

პრიორიტეტი მიანიჭეთ 7-8 საათიან ძილსთავი აარიდეთ ძილისთვის ისეთ შემაფერხებელ ფაქტორებს, როგორებიცაა კოფეინი, ალკოჰოლი ან ორგანიზმისთვის მძიმედ მოსანელებელი საკვებიდააბნელეთ ოთახი დაძინებამდეარ გაატაროთ დრო ეკრანთანუზრუნველყავით, რომ დილით ბუნებრივი მზის სხივები მიიღოთ.გამოდის, თუ ერთსა და იმავე დროს დაიძინებთ და გაიღვიძებთ, თქვენი სხეულის საათიც ამას მოერგება, არც გამოფხიზლება გაგიჭირდებათ და დასვენებულიც იქნებით. ამის გარეშე კი მაღვიძარას ხმით გამოფხიზლება მოგიწევთ, რომელიც პოტენციურად თქვენი ძილის სიღრმისეულ ფაზებში ჩაგესმით და გაღვიძებისთანავე დაღლილობის შეგრძნებას გიჩენთ.